გრიგოლ ვაშაძე არის ადამიანი, რომლის ნდობა არ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, მის განცხადებებს, მე მას მინდა ვუპასუხო, რომ ის არის წარსულის ნაწილი, ის არის საბჭოთა კავშირის ნაწილი ჩემთვის, ის არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი უნდა დაბრუნდეს მისი სახით. ეს არის ყოფილი საბჭოთა დიპლომატი, რომელმაც, როდესაც იძულებული გახდა, ძალიან დიდი დანანებით და ლამის ცრემლებით დააბრუნა რუსული პასპორტი. ეს არის ადამიანი, რომლის ნდობა არ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომ მე მას ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში მარცხს. სხვადასხვა მინისტრების გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად ჯობია, დაკავდეს საქმით. მას ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ როდესაც მეორე ტურს წააგებს, ძალიან სამარცხვინო არ იყოს მისი მარცხი. მე ამას ვუსურვებ მას, მაგრამ ვეუბნები იმასაც, რომ მოღალატე მთავრობა, რომელიც ხალხს ყრიდა ციხეში, ვერ დაბრუნდება. რადგან ისინი, ვისაც არ გვინდა წარსული, არ გვინდა ბოროტება, არ გვინდა საბჭოთა კავშირი და ვაშაძეები, ვართ გაცილებით მეტი, ვიდრე მათი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა მათ პირველ ტურში”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Visited 122 times, 1 visit(s) today