გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს

01/12/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. დღეს ბატონი გრიგოლი მოადგილეებთან ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სრულდება #3 საერთო ბინის სახურავის მოწყობის სამუშაოები, პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების ფარგლებში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44108 ლარით ფინანსდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დაათვალიერეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ძველი, უფუნქციო ნაგებობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ახლის მშენებლობა. პროექტი 2019 წელს დასრულდება, მისი განხორციელების შედეგად ფეკალური მასა დამუშავდება თანამედროვე ტექნოლოგიით და გამოყენებულ იქნება მინერალურ სასუქად. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია.
დღესვე გრიგოლ იოსელიანმა შეამოწმა დედა ენის ქუჩაზე, მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის შუამდგომლობით საგზაო დეპარტამენტის მიერ, უსაფრთხოების ორი ერთეული ბორცვის მოწყობისა და ჭავჭავაძის ქუჩის მე-3 ჩიხში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შემოწმდა ლერმონტოვისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე 120 მეტრი სიგრძის სანიაღვრე სისტემის დასრულებული სამუშაო. სამუშაოები ხარისხიანად იქნა შესრულებული, შედეგად გადაიჭრა ჭარბი ნალექის დროს მოსახლეობის დატბორვის პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებდა წლების განმავლობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0