გრიგოლ იოსელიანმა საბავშვო ბაღები დაათვალიერა

14/12/2017

წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილეებთან ერთად, საბავშვო ბაღები დაათვალიერა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების თანახმად, საბავშვო ბაღებში იცვლება სამზარეულოს, სურსათის სასაწყობე ფართის და სველი წერტილების სტანდარტები, ამ რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენთან სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194000 ლარი გამოიყო და მუნიციპალიტეტის 22 ბაღში სამუშაოები სხვადასხვა გრაფიკით მიმდინარეობდა.
„ ამ მიზეზით, რამდენიმე საბავშვო ბაღში ამჟამად შეწყვეტილია სასწავლო სააღმზრდელო პროცესი. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სოფელ მაღლაკის, გვიშტიბის, გუმბრის, ქვიტირის, ფარცხაყანევის საბავშვო ბაღებში, ასევე ქალაქის ორ საბავშვო ბაღში, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ფირმა შ.პ.ს. „თ.ბ. კაპიტალი“ აწარმოებს. (დანარჩენ ბაღებში უკვე დასრულდა სამუშაოები). დღეს მოვინახულეთ სოფელ გვიშტიბის, მაღლაკის და ქალაქის საბავშვო ბაღები, სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება და ახალი წლიდან ყველა საბავშო ბაღი ახალ გარემოში, განახლებული სტანდარტებით შეუდგება ფუნქციონირებას,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელინმა.
დღესვე მერმა პირველ მოადგილეებთან – ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად, მშენებარე სოფელ თერნალის ბაღიც მოინახულა.
ა(ა)იპ. „წყლტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების“ უფროსის, გიორგი იობიძის თქმით, ხვალ ოფიციალურად იხსნება კიდევ ერთი ახლადგარემონტებული საბავშვო ბაღი სოფელ ცხუნკურში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0