გრიგოლ ლილუაშვილი „რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს შეხვდა

10/10/2017

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორ, ლიზა სოფრომაძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ თემას პროექტის „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება“ მიმდინარეობის საკითხების გაცნობა წარმოადგენდა.
მხარეებმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და რეფორმის შედეგად მიღებული ინსტიტუციური ცვლილებები შეაფასეს. კერძოდ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მერების/გამგებლებისა და საკრებულოს ურთიერთობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე თუ როგორ დაბალანსდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს/გამგებელს შორის ძალთა თანაფარდობა.
„არჩევითობით გაიზარდა გამგებლის დამოუკიდებლობის ხარისხი, მოსახლეობას აქვს უფლება მეტი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ პირს და აიძულოს იყოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაკვეთის შემსრულებელი“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მის მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც გააცნო, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების გატარებას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0