გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებზე ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) საკითხებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის (AVRP) საკითხზე. გრიგოლ ლილუაშვილმა და სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

Visited 86 times, 1 visit(s) today