გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებს.

Visited 144 times, 1 visit(s) today