გრიგოლ ნემსაძემ დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო

08/08/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქში მდებარე გმირთა მემორიალი და საომარი მოქმედებებისას დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
დღესვე, რეგიონის გუბერნატორი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ვარკეთილში მდებარე ტაძრის მშენებლობას საფუძველი, 2008 წლის საომარი მოქმედებებისას გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით, საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0