გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

16/08/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში მომავალი წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებს კვლავ წყალმომარაგების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია და სპორტული სტადიონების კეთილმოწყობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაო რეჟიმში, აქტიურად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0