გრიგოლ ნემსაძემ მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

12/06/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან და მარნეულის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელების – ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტების სამუშაოები. აღნიშნული პროეტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0