გრიგოლ ნემსაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღანელ პირებთან გამართა

04/10/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ მენსაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღანელ პირებთან გამართა.
გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეთან, კახა კობერიძესთან ერთად მოისმინა სფეროში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0