გრიგოლ ნემსაძემ სისხლის გადასხმის აქციაში სახელწოდებით ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე” მიიღო მონაწილეობა

13/09/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სისხლის გადასხმის აქციაში სახელწოდებით ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე” მიიღო მონაწილეობა.
აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა და მასში რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიის ადმინისტრაციისა და რუსთავის იუსტიციის სახლის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნია უკვე რამდენიმე წელია აქტიური მხარდამჭერია სისხლის უანგარო დონაციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების. აქციას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად შეუერთდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0