გრიგოლ ნემსაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

13/06/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს და დიასპორის საკთხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს უმასპინძლა.
გუბერნატორმა დელეგაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო იმ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0