გრიგოლ ნემსაძე „ამერიკული კუთხის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

14/06/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „ამერიკული კუთხის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან ერთად დაათვალიერეს ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოწყობილი სპეციალური საგამოფენო სივრცე. მოსწავლეებმა ღონისძიების მიმდინარეობისას თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ “ამერიკული კუთხე“ საქართველოსა და შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტია, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ის უკვე წლებია რაც ფუნქციონირებს და ორი სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0