გრიგოლ ნემსაძე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

07/08/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი დავით ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ცურტაველის ქუჩაზე, #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ორსართულიან შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.
გრიგოლ ნემსაძე სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გრანელის ქუჩაზე, გზის საფარის რეაბილიტაციის პროცესაც გაეცნეო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს გომელაურის, ქუჩაზე და მის მიმდებარედ, შიდა ეზოებშიც, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება.
სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს რუსთაველის #15 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ასევე 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთაზეც.
📎აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 9 მლნ 500 000 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0