გრიგოლ ნემსაძე რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

28/09/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს რეგიონში სხვადასხვა სფეროს აქტიურ წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა მხარის გუბერნატორმა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებთან გამართა.
რეგიონის პირველმა პირმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან, სკოლებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
„დღეს სამუშაო რეჟიმში შევხვდით რუსთაველ პედაგოგებს. განვიხილეთ ქალაქის სკოლებში არსებული ვითარება და გაცევანით სკოლის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დავსახოთ შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემების მოგვარების გზები“- განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.
დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდა გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0