გრიგოლ ნემსაძე რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

07/09/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
გუბერნატორი ადგილზე პირადად მოინახულა საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. ასევე მეუფის რეზიდენციის, თოდრია ქუჩისა და ქალაქში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის გუბერნატორი მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0