გრძალვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე“.
მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცენებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.

„კიდევ ერთხელ ვიმორებ, რომ ეს რყევები არის მოკლევადიანი, გრძალვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. გრძალვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარმწუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა – ეს ის მექანიზმები, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების გასწორების საშუალებას იძლევა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შვქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება“, – განაცხადა გახარიამ.

Visited 126 times, 1 visit(s) today