გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში, – ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მე ბატონ გუბაზს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. შემიძლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვთქვა რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკოსის შეფასებაში. გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანისთვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მასაც და გუბაზ სანიკიძესაც ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

”ქვეყანას ემუქრება საფრთხე, რომ მან დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და გადაიქცეს უბრალო ტერიტორიად, იმიტომ რომ ქვეყანა იყიდა ერთმა ადამიანმა, რომელსაც უნდა საქართველოს ჯიბეში ჩადება და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მას უბრალოდ ხელს შეუშლის საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს სახელმწიფოს მშენებლობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Visited 178 times, 1 visit(s) today