გუბერნატორის ადმინისტრაციას და ჩეხურ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩეხურ კომპანია “Lichy Сonsulting”-ის შვილობილ კომპანია “INVEST GROUP GE”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და კომანიის წარმომადგენლებმა რომან ჯირსამ და კატერინა ჩარლოტ ლიჩმა მოაწერეს.
მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. რაც მიზნად ისახავს – ტურიზმის სფეროს განვითარებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას.
“Lichy Сonsulting” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 5 თვის გამავლობაში სწავლობდა, რის შემდეგაც მემორანდუმის გაფორმება და ურთიერთთანამშრომლობა გადაწყდა.

Visited 157 times, 1 visit(s) today