გუბერნატორის მორიგი სამუშაო შეხვედრა ამბროლაურში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვადასხვა სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად. გუბერნატორმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც მისცა მითითება შესაბამის სამსახურებს დროულად დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარკვეულ ვადებში წარმოადგინონ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში.

Visited 205 times, 1 visit(s) today