ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, ხელნაკეთი ყვავილების გამოფენა და თეატრალური წარმოდგენა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სკოლის აღსაზრდელები ტკბილეულით, საბავშვო წიგნებით, ბურთებითა და სახატავი ნივთებით დაასაჩუქრეს.