გუბერნატორი გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

11/05/2016

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქ. ამბროლაურის მერიის ხელმძღვანელები.
გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წელს მოსალოდნელი წინასწარი პროგნოზები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში გეოლოგიური კუთხით არსებული პრობლემები, მათ შორის ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0