გუბერნატორი დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ლევან შონია, სამხრეთ კავკასიაში დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გზები და სამომავლო გეგმები დასახეს. მხარის რწმუნებულმა საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ლევან შონიამ რეგიონში დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმარს მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია ესწრებოდნენ.

Visited 173 times, 1 visit(s) today