გუბერნატორი ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

17/06/2016

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს თორნიკე გვაზავას შეხვდა.
შეხვედრაზე გურიის რეგიონში არსებულ მერქნულ რესურსებზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მერქნის განაწილების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს არსებულ ტყეკაფებზე და ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
შეხვედრას ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, ტყით სარგებლობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ყელიხაშვილი და გურიის რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი კახაბერ ღლონტი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0