გუბერნატორი კოოპერატივ „აგრო ლიხაურის“ წარმომადგენლებს შეხვდა

18/03/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს კოოპერატივ „აგრო ლიხაურის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ➡სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წახალისება, მხარდაჭერა, ახალი საწარმოს შექმნა – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადგილობრივებმა გუბერნატორთან შეხვედრისას განიხილეს. როგორც კოოპერატივის „აგრო ლიხაური“ წარმომადგენელმა მინდია სალუქვაძემ აღნიშნა, მათ ახლახან მიიღეს ENPARD-ის დაფინანსება 51 000 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს თხილის გადამამუშავებელი საწარმოსთვის დანადგარების შეძენას. საწარმოს შექმნისათვის კი პირველ რიგში ესაჭიროებათ სოფელში არსებული ყოფილი ხილის მიმღები პავილიონის შენობა, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდება. გია სალუქვაძემ კოოპერატივის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ ოზურგეთში „აგრო ლიხაური“ გეგმავს თხილის გადამამუშავებელი მინი საწარმოს აშენებას და მათ სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობასთან დაკავშირებით ესაჭიროებათ დახმარება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ჩვენი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღნიშნული საკითხი დროულად მოგვარდეს“- განაცხადა გია სალუქვაძემ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ გურიის რეგიონში ENPARD-ის (თანამშრომლობა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის) კოოპერატივების მობილიზატორი მარინა სუნგულია და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელი ირაკლი ჯავახიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0