გუბერნატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ ნასარაია (მერია, ბაღდადი, შრომა, მელექედურის) სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივების საჭიროებები უშუალოდ მოქალაქეებისგან მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამახვილდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს გუბერნატორმა ამომწურავი პასუხები გასცა და მათ შეძლებისდაგვარად დახმარებას დაჰპირდა.

Visited 131 times, 1 visit(s) today