გუბერნატორი რეგიონში პროექტების მიმდინარეობას ეცნობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. გუბერნატორი ადგილზე გაეცნო პროექტების მიმდინარეობას, დაბა თიანეთის კულტურის სახლისა და სპორტული კლუბის რეაბილიტაციის პროცესს.
დაბა თიანეთის კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს შ.პ.ს. „სიმვოლ-ის წარმომადგენლობა საქართველოში“. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 213 400 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

Visited 187 times, 1 visit(s) today