გუბერნატორი რეგონის მუნიციპალიტეტების მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა

28/11/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგონის მუნიციპალიტეტების მერებს და მათ მოადგილეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა მიმდინარე პროექტებზე და მათ შესრულებებზე მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ, ასევე განიხილეს 2018 წლელს დაგეგმილი პროექტები. მომავალ წელს პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების მშენებლობა და ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობა იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0