გუბერნატორი სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

30/08/2018

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთანე ერთად, სასოფლო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოებს სოფლებში – ხიმშში, კვაცხუთსა და ძირაგეულში, ადგილზე გაეცნო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წლის განმავლობაში, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას ეტაპობრივად ახორციელებს. პროექტის მიზანს მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში შიდა გზების გაუმჯობესება და საავტომობილო ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0