გუბერნატორი სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„ნატანების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები. ვაპირებ სხვადასხვა სოფელში გასვლას, რათა მეტი კომუნიკაცია მქონდეს ადგილობრივებთან და მოვისმინო მათი საჭიროებები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მაგრამ პრობლემური საკითხები ჯერ კიდევ არის, რასაც ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვარებთ“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Visited 137 times, 1 visit(s) today