გუბერნატორი ქ.ამბროლაურში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ.ამბროლაურში გოგებაშვილის და ბარათაშვილის ქუჩების ბეტონის საფარიანი ხოლო, გამსახურდიას ქუჩის ჩიხების ასფალტირება და აღნიშნული ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებული სოფ.ზემო კრიხშიც იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის თხოვნით, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, ტურისტული ობიექტის მოწყობა იგეგმება.
ტურისტულ–რეკრეაციული ადგილების კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონში.

Visited 202 times, 1 visit(s) today