გუბერნატორი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუმრებმა გუბერნატორს ის პროექტები წარუდინეს, რაც ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, ჩეხეთის საელჩოსთან ერთად ზუგდიდში განახორციელა, ახორციელებს ან დაგეგმილი აქვს ქალაქის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

ლევან შონიამ და დათო კოდუამ, ჩეხეთის საელჩოს და განვითარების სააგენტოს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომელიც რეგიონში განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს. გუბერნატორმა ყურადღება კონფლიქტისპირა სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.

„მადლობა, რომ ხართ ასეთი აქტიურები, ახორციელებთ ამდენ მნიშვნელოვან პროექტს და ჩვენს გვერდით ხართ. გვიხარია, რომ ჩეხეთი საქართველოს ამ უმინიშვნელოვანესი რეგიონისთვის კარგ საქმეებს აკეთებს“ – განაცახდა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მხარდაჭერას უწევს საქართველოს, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერის დიდი ნაწილი სამედიცინო და სოციალურ პროგრამებზე მოდის. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე, ჩეხეთის მთავრობის ჩართულობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განახორციელა.

Visited 170 times, 1 visit(s) today