გუბერნატორი ჩეხეთის საეჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

24/05/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ქ. ამბროლაურის მერთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები წარმოადგენდა. გუბერნატორმა სტუმრებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილა. გაიმართა მსჯელობა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ჩეხეთის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში 2018–24 წლების განმავლობაში. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივნის ჟან გერნიკის განცხადებით, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ სამომავლოდ მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0