გუბერნატორმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერ

11/05/2016

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე დღეს ბორჯომს ესტუმრა. მხარის გუბერნატორმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან ანზორ სვანიძესთან და ვახტანგ ოჩხიკიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
ამჟამად სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 22 ობიექტზე აქტიურად ხორციელდება. ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ ქალაქის ცენტრში მტკვრის მარცხენა სანაპირო სკვერის მეორე ეტაპის სამუშაოებს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სილამაზის ხიდიდან ფალიაშვილის ძეგლამდე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
გუბერნატორი ასევე დაინტერესდა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე გზების მოწყობის, რუსთაველის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილისა და კოსტავას სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით.
როგორც აკაკი მაჭუტაძემ განაცხადა , ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია. მან იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები პროექტებს დროულად შეასრულებენ და ტურისტულ სეზონს ბორჯომი კეთილმოწყობილი შეხვედება.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაბა ბაკურიანში მთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის და სოფელ კორტანეთში გზის მოწყობის სამუშაოები ადგილზე შეაფასეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0