გუბერნატორმა დაბა აბასთუმანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

26/09/2018

ბესიკ ამირანაშვილი დაბა აბასთუმანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სახლები XIX, XX საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.
დღესვე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა , ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ლოკაციების ერთი ნაწილიც დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0