გუბერნატორმა დედებს 3 მარტი მიულოცა

03/03/2017

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილებთან, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გიორგი რაზმაძესთან და მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად გორის სამშობიაროებს ესტუმრა და მელოგინე დედებს 3 მარტი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედებს ჩვილებისთთვის განკუთვნილი სპეციალური საჩუქრები გადასცეს, რომლიც მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა შეიძინა. ,,ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს, მინდა ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და რაც მთავარია შვილების კეთილდღეობა“– აღნიშნა გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0