გუბერნატორმა მეფრინველეობის მცირე ფერმა დაათვალიერა

22/01/2018

სახელმწიფო რწმუნებულმა –გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ კიდევ ერთი მცირე საწარმო დაათვალიერა, რომელიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 10 000 ლარით დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა მეფრინველეობის მცირე ფერმისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. აღნიშნული ფერმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 200–მდე მწყერს ითვლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0