გუბერნატორმა ონში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

13/09/2017

ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯებირებისა და გზის დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 12 სექტემბერს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ქ. ონში, სოფ. ლაგვანთასა და სოფ. შარდომეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნო. ნაპირსამაგრი სამუშაოების საერთო ღირებულება 900 000 ლარზე მეტს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0