გუბერნატორმა რუსთავის სკოლა გახსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული #4 საჯარო სკოლა ოფიაციალურად გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბედ რუდმა და აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან ნეშმა. ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლაში, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, სრულად რეაბილიტირდა შენობა და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, ქალაქში 3, ხოლო რეგიონის მასშტაბით 13 საჯარო სკოლაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია.

Visited 241 times, 1 visit(s) today