გუბერნატორმა სამხატვრო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოუნახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს ცენტრის ხელმძღვანელმა და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ცენტრის დირექტორიმა გიორგი ნადიბიძემ შიდა ქართლის გუბერნატორს კახაბერ სამხარაძეს და გუბერნატორის მოადგიელს სიმონ გულედანს გააცნო.

შეგახსენებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწო, ახალგაზრდობისა და კულტურის გავნითარების ცენტრის მიერ მოხდა შენობის გისოსებით შემოსაზღვრა, ასევე მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრის მოპირკეთების პროცესი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

Visited 133 times, 1 visit(s) today