გუბერნატორმა ცაგერში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლეჩხუმში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა მიმდინარეობასაც სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ადგილზე გაეცნო. გუბერნატორმა ქ.ცაგერში ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილიანი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 714 143 ლარს შეადგენს. გუბერნატორი ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, რის ფარგლებშიც თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ტერასების, სავალი ბილიკების, დეკორატიული დამცავი კედლებისა და განათებების მოწყობა და მცირე ზომის სასტუმროსა და კვების ობიექტის მშენებლობა იგეგმება…

Visited 233 times, 1 visit(s) today