გუბერნატორმა ცაგერში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

18/05/2017

ცაგერში შიდა ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ჭავჭავაძის, ნინოშვილისა და ასლანიკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 660 974 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კრისტალი“ აწარმოებს და მათი დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება. 18 მაისს სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. გუბერნატორმა ქუჩების ასფალტირების სამუშაოებთან ერთად, ცაგერში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამშენებლო და ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათავლიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0