გუბერნატორმა ცაგერში სტიქიით დაზიანებული გზები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თებერვალში, ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს პრობლემები შეექმნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ორბელში აქტიურად მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რისთვისაც 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება სოფ. გვესოში არსებულ დაზიანებულ მონაკვეთს, უმოკლეს პერიოდში მომზადდება გეოლოგების დასკვნა და შესაბამისი ზომების დაცვით დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Visited 195 times, 1 visit(s) today