გუბერნიაში „ნატანები-2 ჰესის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

27/04/2016

დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, მდინარე ნატანებზე „ნატანები-2 ჰესის“ (დადგმული სიმძლავრით 9, 45 მგვტ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც შპს „ენერჯი სოლოუშენის“ წარმომადგენლებმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინეს.
საჯარო განხილვაზე ატმოსფერული ზემოქმედების ხარისხზე ( ემისიები, ხმაურის გავრცელება), ასევე ზედაპირულ წყლებზე, მიწისქვეშა გრუნტის წყლებზე, ბიოლოგიურ გარემოზე, ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე, ლანდშაფტზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზემოქმედებისა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი ფირცხალაიშვილი, სოფელ ვაკიჯვრის მაცხოვრებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ჰესის მშენებლობა ვაკიჯვრის ტერიტორიულ ერთეულში მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0