გუბერნიაში საკონსულტაციოს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციოს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც, ტრადიციულად, რეგიონის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ, გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები. საბჭოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, რეგიონული განივითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2018 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და 2017 წლიდან 2018 წელს გადმოსული პროექტების მიმდინარეობა.

Visited 136 times, 1 visit(s) today