გუბერნიაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

03/04/2017

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2015-17 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს და კორექტირებული გეგმა მოიწონეს. იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მიმოიხილეს დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები და საჭიროებები. „დასუფთავების კუთხით მუნიციპალიტეტებში მეტი მუშაობაა საჭირო. არის ტექნიკა, ურნები და შესაბამისად ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად მუშაობა უნდა გაორმაგდეს. რაც შეიძლება მეტი მობილიზება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტენდერებისა და სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპებზე“ – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერი-გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0