გუდაბერტყას ნამოსახლარზე აღმოჩენილი ექსპონატები რესტავრირებულია

12/09/2017

ადრე ბრინაჯაოს ხანის 5 000 წლის წინანდელ გუდაბერტყას ნამოსახლარზე მტკვარ -არაქსის კულტურის რესტავრირებული ექსპონატების პრეზენტაცია გაიმართა. ექსპონატების გამოფენას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და პოლონელი ტურისტები ესწრებოდნენ. „ამ ძეგლს ბევრი დატვირთვა და დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამ ტერიტორიაზე გათხრები მუდმივად იქნება, უკვე მოეწყო სპეციალური აივანი და რესტავრირება ჩაუტარდა აღმოჩენილ ექსპონატებს, ასე რომ, სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად ახლო მომალავში გეგმავს, რომ აქ მოეწყოს მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა“- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ. გუდაბერტყას ნამოსახლარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, არქეოლოგების დასკვნითის, ის ძვ.წ 31-29 საუკუნეებით თარიღდება და არის მტკვარ არაქსისი კულტურის ნაწილი. ამ დროისთვის ნამოსახლარზე აღმოჩენილია სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის ჭურჭელი, ნაქსოვი ზეწარი, თაფლი და ა.შ. ნამოსახლარზე პრაქტიკების გავლას ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე გეგმავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0