გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების დონე უმნიშვნელოა. შესაბამისად შესაძლებელია ხუთივე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლითი გზებით სარგებლობა. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 97 times, 1 visit(s) today