გულიკო ზუმბაძემ და ია მაკასარაშვილმა ლილოს თავშესაფარში მონიტორინგი განახორციელეს

31/01/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და კომისიის წევრმა ია მაკარასარაშვილმა კომისიის აქტივობის ფარგლებში ა(ა)იპ „ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში“ მონიტორინგი განახორციელეს.
საკრებულოს წევრები თავშესაფარში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მომსახურე პერსონალსა და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და თბილისის საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვეს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, კომისიის წევრები მსგავს დაწესებულებებში მონიტორინგს მომავალშიც განახორციელებენ.
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ის 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, დღესდღეობით კი მისი მომსახურებით 111 ბენეფიციარი სარგებლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0