გულიკო ზუმბაძემ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

10/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამშენებლო და საკონსერვაციო სამუშაოებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი ხორციელდება.
გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს, ნასაგურის და წინუბნის მაცხოვრებლებისგან დაკომპლექტებული სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფთან და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე კომპანია „დაგის“ მიერ წარმოებულ სამშენებლო და საკონსერვაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მაჟორიტარმა საკონსერვაციო სამუშაოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მიმდინარე პროცესი დადებითად შეაფასა.
პოლიგონზე 8 მილიონიან პროექტს შპს ,,დაგი“ ახორცილებს, ხოლო მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობას შპს ,,ტრიჯიტი“ აწარმოებს.
პროექტის განხორციელების მიზანი გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრის და პოლიგონის კონსერვაციის მომზადების პროცესის ხელშეწყობაა.
პროექტის განხორციელების პროცესში კომისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სპეციალისტების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0